სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება, სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება, სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამავე დროს, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, რეგიონისთვის ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება. სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მძიმდება, რასაც დღეს რეფერენდუმის სახით ახალი მუქარა ემატება, რაც გამოცხადებულია 17 ივლისისთვის. თუმცა, ამავე დროს, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს და ასევე, ამ რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედის.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ ყოველი მხრივ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი რეგიონის მომავალი ამავე დროს, მჭიდროდ დამოკიდებულია მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით ევროკავშირის ჩართულობას მივესალმებით. ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზე ამ რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება არის დამოკიდებული და ამ მშვიდობის დამყარებაზე დამოკიდებულია ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომელიც ამ რეგიონს ეხება და მას სამომავლოდ ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო