დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი „აზოვსტალის“ ჯარისკაცებზე - მსგავსი დანაშაულებისთვის სასჯელის უმაღლესი ფორმა გვაქვს დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში - სიკვდილით დასჯა

უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც რუსულმა ძალებმა „აზოვსტალის“ სამთვიანი ალყის შემდეგ, ტყვედ აიყვანეს, შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროთ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემა ეყრდნობა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის იური სიროვატკის განცხადებას, რომლის თქმითაც, სასამართლო მათთან დაკავშირებით განაჩენს გამოიტანს, თუმცა აცხადებს, რომ მსგავს დანაშაულებზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სასჯელის უმაღლესი ზომა მოქმედებს.

„სასამართლო მათთან დაკავშირებით განაჩენს გამოიტანს. მსგავსი დანაშაულებისთვის ჩვენ სასჯელის უმაღლესი ფორმა გვაქვს დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში - სიკვდილით დასჯა. ყველა ომის პატიმარი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება“, - განაცხადა იური სიროვატკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა