რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში გამოთქვა მზაობა, მიიღოს მონაწილეობა რუსეთს, უკრაინასა და გაერო-ს შეხვედრაში

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სატელეფონო კომუნიკაციისას ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა რეგიონში არსებული ვითარება, განსაკუთრებით კი უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა „ჰურიეტი“ ავრცელებს.

თურქეთის პირველმა პირმა პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას ომის ნეგატიური შედეგების შესამცირებლად, ნდობის გასაძლიერებლად მშვიდობისთვის ნიადაგის რაც შეიძლება მალე მომზადებით.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა მზაობა, რომ მონაწილეობა მიიღონ რუსეთს, უკრაინას და გაერო-ს შეხვედრაში და შეხვედრის ადგილად კვლავ სტამბოლს სთავაზობს. ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის შეასრულოს როლი შესაძლო სადამკვირვებლო მექანიზმში, თუ ორივე მხარე პრინციპზე შეთანხმდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს