რუსეთი ნიდერლანდებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ხვალიდან შეწყვეტს

რუსეთი ნიდერლანდებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ხვალიდან შეწყვეტს

რუსეთი 31 მაისიდან, ნიდერლანდებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთმა ბუნებრივი აირის ნიდერლანდებისთვის მიწოდების შეწყვეტა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა GasTerra-მ "გაზპრომისთვის" რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება 3 ქვეყანას, პოლონეთს, ფინეთსა და ბულგარეთს უკვე შეუწყვიტა.