ვოლოდიმირ ზელენსკი - მჯერა, რომ ევროპას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე უარი თქვას

მე მჯერა, რომ ევროპას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე უარი თქვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსული ენერგორესურსების მიტოვება ევროპისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
"მე მჯერა, რომ ევროპას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე უარი თქვას, იმიტომ რომ ეს ევროპელების რუსული ენერგეტიკული იარაღისგან დამოუკიდებლობას ეხება. რაც უფრო მალე მოხდება ეს, რაც უფრო სრულყოფილი იქნება რუსული ნავთობის მიტოვება, მით უფრო დიდი სარგებელი იქნება საბოლოო ჯამში თავად ევროპისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

























