რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა სამი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე ღამით სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ სოციალურ ქსელში განაცხადა.

„სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა რუსების მიერ ღამით სლავიანსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. დაზიანდა სკოლა და სულ მცირე შვიდი მაღალსართულიანი შენობა", - აცხადებს კირილენკო.

მისი თქმით, ამჟამად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო