პაატა დავითაია - ცხინვალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მხოლოდ მოსკოვში მიიღება - „რეფერენდუმის“ გადადება კრიმინალურ კლანთა ურთიერთდაპირისპირების შედეგია

ცხინვალში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმის გადადება არის სეპარატისტთა ორი დაჯგუფების და კლანის ურთიერთდაპირისპირების შედეგი და მცდელობა, საკუთარ სახელს დაუკავშიროს, „ისტორიული რეფერენდუმი“ და რუსეთს ერთგულება დაუმტკიცოს ცხინვალის რეგიონის მიერთებით, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის მიზანია, ამ „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ თვითონ მოაწეროს ხელი და რუსეთს თავისი კეთილგანწყობა და ერთგულება დაუმტკიცოს ცხინვალის რეგიონის მიერთებით.

„როგორც ცნობილია, ანატოლი ბიბილოვის მიერ 17 ივლისს რეფერენდუმის დანიშვნამ გამოიწვია ახალი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის დიდი უკმაყოფილება. მისი უფლებამოსილება ჯერ არ იყო შესული ძალაში, შესაბამისად მან იმ მომენტში ვერ შეძლო წინამორბედის გადაწყვეტილების შეჩერება. გაგლოევმა კი არ გააუქმა რეფერენდუმი, არამედ შეაჩერა და გადადო მოტივით, დამატებითი ფინანსების მოსაზიდად და კითხვის ფორმულირების შესაცვლელად, თუ როგორ მოხდება ცხინვალის ინტეგრირება რუსეთთან.

ალან გაგლოევის მიზანია, ამ „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ თვითონ მოაწეროს ხელი და რუსეთს თავისი კეთილგანწყობა და ერთგულება დაუმტკიცოს ცხინვალის რეგიონის მიერთებით.

რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ცხინვალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მხოლოდ მოსკოვში მიიღება, იმის მიუხედავად, რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს იქიდან. რუსეთი არ გადახედავს თავის პოლიტიკურ ინტერესებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ მთავარ მოქმედებებს, რაც ემსახურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას. რამდენიმე დღის წინ პუტინმა ხელი მოაწერა რატიფიცირებას ორმაგ მოქალაქეობაზე, რაც თავის დროზე პუტინმა გაამარტივა, მაინცდამაინც ახლა ამ კანონზე ხელმოწერა მას დაჭირდა სრული ინტეგრაციისთვის. ამით რუსეთმა ტექნიკურად ფაქტობრივად მიიყვანა პროცესი ინტეგრაციამდე და ცხინვალის ანექსიის შემთხვევაში იურდიული და სამართლებრივი ქმედებები აღარ დაჭირდება. ეს მხოლოდ დროის საკითხია და ფაქტობრივად დამოკიდებულია უკრაინაში ომის დასრულებაზე.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთს ხელი შევუშალოთ ამ მიზნის განხორციელებაში. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და თავდაცვის და შეიარაღების გაძლიერება მუდმივად უნდა იდგეს დღის წესრიგში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ უნდა ვესაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორ ხორციელდება ანექსიის პროცესი. უნდა მოხდეს სეპარატისტების ლიდერების სანქცირება, რომ პუტინს გაუჭირდეს ხელმოწერა ინტერპოლის და ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის მიერ ძებნილ პირებთან, რაც დაარღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს