გუბერნატორის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკში ქიმიურ ქარხანაზე საჰაერო იერიში განახორციელეს

გუბერნატორის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკში ქიმიურ ქარხანაზე საჰაერო იერიში განახორციელეს

სევეროდონეცკში, ქიმიურ ქარხანაზე რუსმა სამხედროებმა საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ “ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

მისი თქმით, აგრესორებმა ქიმიურ ქარხანაში აზოტის მჟავის ავზს დაარტყეს.

მჟავის საშიში ზემოქმედების გამო, გაიდაიმ მოსახლეობას მოუწოდა არ გამოვიდნენ თავშესაფრებიდან.

მედიის ცნობით, რუსული ძალები ქალაქ სევეროდონეცკის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებენ.