დმიტრო კულება - რუსეთი მსოფლიოსთან შიმშილის თამაშებს თამაშობს

რუსეთი მსოფლიოსთან შიმშილის თამაშებს თამაშობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

"ერთი ხელით ბლოკავს უკრაინული სურსათის ექსპორტს და მეორე ხელით კი უკრაინის დადანაშაულებას ცდილობს",- დაწერა მან სოციალურ ქსელში.

კულებას თქმით, ოფიციალური კიევი გაეროს ხელმძღვანელობით, პარტნიორების საზღვაო ძალებთან ერთად, საერთაშორისო ოპერაციაზე მუშაობს, რომელიც უსაფრთხო სავაჭრო გზას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გარეშე უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უზრუნველყოფს მარცვლეულით დატვირთული ხომალდების შეუფერხებელ გასვლას, თუ უკრაინა მოაგვარებს თავისი ტერიტორიული წყლების განაღმვის პრობლემას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა