ბექა ოდიშარია ლატვიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ ლატვიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ლატვიის მჭიდრო ორმხრივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ლატვიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისა და კავშირების ინტენსიფიკაცია.

ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია, ჩვენი ქვეყნის მიმართ ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრის დასასრულს, ბექა ოდიშარიამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და მისთვის, როგორც ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსულისთვის საქართველოში, შეხვედრის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დელეგაციის შემადგენლობაში ევროპულ საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტების წევრი ლივა კრეიტუსე და ევროპულ საქმეთა კომიტეტის მრჩეველი მადარა კარკლინა შედიოდნენ.

შეხვედრას ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ინგრიდა ლევრენცე ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბექა ოდიშარია ლატვიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ ლატვიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ლატვიის მჭიდრო ორმხრივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ლატვიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისა და კავშირების ინტენსიფიკაცია.

ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია, ჩვენი ქვეყნის მიმართ ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრის დასასრულს, ბექა ოდიშარიამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და მისთვის, როგორც ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსულისთვის საქართველოში, შეხვედრის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დელეგაციის შემადგენლობაში ევროპულ საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტების წევრი ლივა კრეიტუსე და ევროპულ საქმეთა კომიტეტის მრჩეველი მადარა კარკლინა შედიოდნენ.

შეხვედრას ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ინგრიდა ლევრენცე ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო