ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ქალაქ ხერსონთან და წინ მიიწევენ ხარკოვის რეგიონში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამხედროებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ქალაქ ხერსონთან და წინ მიიწევენ ხარკოვის რეგიონის ნაწილებში.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

უკრაინის პირველმა პირმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის არმიას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და პერსონალის მხრივ.

„ჩვენი დამცველები უაღრეს გამბედაობას იჩენენ და ფრონტზე სიტუაციის ოსტატებად რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს აღჭურვილობისა და რიცხოვნობის მხრივ“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა