კანადამ ალინა კაბაევას, ასევე  რუსი ოფიციალური პირებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, კანადამ ვლადიმერ პუტინის პარტნიორად მიჩნეული, ყოფილი ტანმოვარჯიშის ალინა კაბაევას, ისევე როგორც სხვა რუსი ოფიციალური პირებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ სანციები დააწესა.

„ჩვენ მიზანში ვიღებთ ბანკებს, პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ისევე როგორც მის, არ ვიცი რა ვუწოდო მას, მის პარტნიორს“, - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ოტავაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

კაბაევას გარდა, სანქციების ახალი რაუნდის სამიზნეს წარმოადგენენ რუსეთის აგრარული ბანკი, Investtradebank და ფონდების მართვის ორი ფირმა. სანქციები აქტივების გაყინვასა და კანადაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა