ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერიტორიის დათმობას არ ვაპირებთ, ულტიმატუმს : უნდა დათმოთ თქვენი ტერიტორიის მესამედი და დაგტოვებთ ცოცხალს - არ დავთანხმდებით

ჩვენი ტერიტორიის დათმობას არ ვაპირებთ, რადგან ჩვენი ტერიტორიები ჩვენი ტერიტორიებია : ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული სირთულეები გარკვეულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ მათი განხილვა შესაძლებელია.

"ზოგიერთ ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სირთულეები, არის გარკვეული დეტალები, მაგრამ ყველა ამ სირთულის განხილვა შეიძლება და ეს დისკუსიები საჭირო იქნება ომის შესაჩერებლად," - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა არ დათანხმდება ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიის დათმობასთან დაკავშირებულ ულტიმატუმს.

„თუ ეს იქნება ულტიმატუმი : „უნდა დათმოთ თქვენი ტერიტორიის მესამედი და დაგტოვებთ ცოცხალს და მშვიდად“ - ეს არ არის ის, რაზეც ჩვენ შეგვიძლია დავთანხმდეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოწოდებები უფრო შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდების შესახებ გამიზნულია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დასაცავად და არა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის მიზნით.

"ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი შეერთებულ შტატებში ამბობს, ან თეთრ სახლში ამბობენ, რომ შესაძლოა ჩვენ ეს იარაღი რუსეთზე თავდასხმისთვის გამოვიყენოთ: ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ არ გვაინტერესებს რუსეთის ფედერაცია, ჩვენ არ ვიბრძვით მათ ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს ომი ჩვენს ტერიტორიაზე. ისინი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვსურს ჩვენი ქალაქების განბლოკვა. ამ მიზნით გვჭირდება საბრძოლო მასალა, რომელიც 100 კილომეტრ მანძილზე აღწევს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა დგას, როგორც მსოფლიოს „თავდაცვითი პერიმეტრი“ რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს