CNN - აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის

შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს, HIMARS-ს, გაუგზავნის, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, HIMARS-ი აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალებით, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს რაკეტები დაახლოებით 80 კილომეტრზე გაუშვას.

CNN-ი განმარტავს, რომ ეს ბევრად ნაკლებია სისტემების მაქსიმალურ დიაპაზონთან შედარებით, რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრია, მაგრამ ბევრად აღემატება ყველა იმ იარაღის მოქმედების მანძილს, რაც უკრაინას დღემდე აქვს მიღებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა