რუსეთის ბირთვული ძალები წვრთნებს ატარებენ

რუსეთის ბირთვული ძალები წვრთნებს ატარებენ

რუსეთის ბირთვული ძალები ივანოვოს ოლქში, მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, წვრთნებს ატარებენ, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, წვრთნებში დაახლოებით 1 000 სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის „იარსის“ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემები.

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების დახმარების 700 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის ფარგლებში საშუალო რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის.