ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს აფასებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს კიდევ ერთხელ ეწვია და მინისტრის ევროკომისრებთან მაღალი დონის შეხვედრები გრძელდება - ევროკომისია ჩვენს განაცხადთან დაკავშირებით ე.წ. მოსაზრებას ამზადებს, შესაბამისად, ევროკომისრები ევროკომისიის მოსაზრების ჩამოყალიბების პროცესში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სექტორული თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირს შორის, ვინაიდან ეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ევროკავშირში გაწევრიანების ქვაკუთხედია.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ წელს, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიღებას უმასპინძლებს, რომელიც მიძღვნილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი. ღონისძიება სიმბოლურად ევროკავშირის პოლიტიკური დედაქალაქის მთავარ მოედანზე, მერიის შენობაში გაიმართება“, - განმარტა მახარობლიშვილმა.

მისი განმარტებით, ღონისძიების ფარგლებში, მინისტრს შესაძლებლობა ექნება, რომ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ევროპული იდენტობისა და ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნების მნიშვნელობის შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილები გაუზიაროს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო