რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი - რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებებს კიევთან

რუსეთის ფედერაციის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებებს კიევთან.

„რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისა და მშვიდობის მომტანი ხელშეკრულებების ხელმოწერისთვის,“ - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ.

მისი თქმით, საჭიროა, მოლაპარაკებების სურვილი ორივე მხარეს ჰქონდეს.

"ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. საჭიროა დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები. მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ვიმეორებთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებების ხელმოწერისთვის, რომელიც შეაჩერებს სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანს მშვიდობამდე, მაგრამ ვერ ვხედავთ კიევის მხრიდან მსგავს რეაქციას“, - აღნიშნა ვალენტინა მატვიენკომ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს