რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინაში 243 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 243 ბავშვი გარდაიცვალა და 446 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
პროკურატურის განცხადებით, თებერვლის შემდეგ უკრაინაში სულ მცირე, 1937 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან კი - 181 სრულად განადგურდა.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მაჩვენებლები „საბოლოო არ არის“, რადგან ის არ მოიცავს გარდაცვლილებს იმ ადგილებში, სადაც „აქტიური საომარი მოქმედებები“ მიმდინარეობს და იმ ადგილებში, რომელიც რუსულ ძალებს აქვთ დაკავებული.

























