მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთმა ჩვენი შვილების ბავშვობა მოიპარა - დღევანდელი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინელი ბავშვების ბავშვობა მოიპარა.

„სამი თვის წინ ეზოებში თამაშობდნენ, „იუთუბს“ უყურებდნენ და დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდნენ. 24 თებერვალს ყველაფერი შეიცვალა. რუსეთმა ჩაიდინა ყველაზე საშინელი დანაშაული - მან მოიპარა მათი ბავშვობა. ჩვენი დღევანდელი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის,“ - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 243 ბავშვი გარდაიცვალა და 446 დაშავდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს