ლევან იოსელიანი - რატომ არა აქვს "ოცნებას" მხარდაჭერა სტრასბურგსა და ბრიუსელში და რატომ არ ისმის მათ მიმართ არც ერთი მხარდამჭერი განცხადება ევროპარლამენტართა მხრიდან?

რატომ არა აქვს "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა სტრასბურგსა და ბრიუსელში და რატომ არ ისმის მათ მიმართ არც ერთი მხარდამჭერი განცხადება ევროპარლამენტართა მხრიდან? - მიზეზია ის, რომ "ქართულმა ოცნებამ არც ერთი რეფორმა" არ გაატარა და მთელი ამ ხნის განმავლობაში პარტნიორების არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" ევროპულ სტრუქტურებში მიუთითებდნენ, რომ უნდა გატარებულიყო რეფორმა სასამართლოსა და პარლამენტში, უნდა მოეხდინათ ძალაუფლების გადანაწილება ოპოზიციასთან და ადამიანის უფლებები უნდა ყოფილიყო დაცული, მაგრამ ამ მიმართულებით წინ ნაბიჯი არ გადადგმულა.

ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამ ყველაფრის მიუხედავად დღეს სხვა მოცემულობაა და ქვეყნის ინტერესი, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, პარტიული ინტერესების გამო არ უნდა დაზიანდეს.

„მიმაჩნია, რომ განცხადებით, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" „ევროპის სახალხო პარტიას" გააკეთებინა, ქვეყნის ინტერესი ზიანდება. შინაარსის მიმართ არ მაქვს პრობლემა, აღნიშნული განცხადება შეიძლება ერთი თვის მერეც გაკეთებულიყო - როდესაც ათ დღეში უნდა გადაწყდეს, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, დღეს რომ ამას აკეთებ, ამის პერსპექტივას უშლი ხელს. ეს არის ცალსახა და ამას გვერდს ვერ ავუვლი - ამ დროს ასეთი რაღაცეების კეთება არ შეიძლება! საქმე აჩენს, რომ მათი ქმედება ქვეყნისთვის საზიანოა და ამაზე ხმამაღლა უნდა ითქვას.

დღეს ყველა უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ პროევროპული რესურსის სასარგებლოდ მთელი იმ რესურსის მობილიზება მოხდეს, რაც ქვეყნის გარეთ გაგვაჩნია. ვხედავთ ამის საწინააღმდეგოს. ვინ იძლევა გარანტიას, რომ EPP-ის განცხადება უარყოფით გავლენას არ მოახდენს?! "ნაციონალური მოძრაობა" ერთი ხელით ხელს აწერს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს, ხოლო მეორე ხელით ამის საწინააღმდეგოს აკეთებს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა