11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით სერგეენკო - ბავშვის უფლებების კუთხით მთავარი გამოწვევები ბავშვთა სიღარიბე და ძალადობაა

ბავშვის უფლებების კუთხით მთავარი გამოწვევები ბავშვთა სიღარიბე და ძალადობაა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა, ბავშვის უფლებების საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკომ პარლამენტში, ჟურნალისტებთან ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემებზე რეაგირების კუთხით მთავარი უწყებების კოორდინაციაა.

„საქართველოს პარლამენტმა სამი წლის წინ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი კანონი - ბავშვის უფლებათა კოდექსი. ბავშვთა უფლებებში მეორე რიგის პრიორიტეტები არ არსებობს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მთავარი გამოწვევები არის ბავშვთა სიღარიბე, ძალადობა და ოჯახის განმტკიცება, სადაც ბავშვი იზრდება. ამ მხრივ, სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია არის გადამწყვეტი.

არსებული სოციალური დახმარების სისტემას აქვს ორი პრობლემა, ერთი ის, რომ ცოტაა და მეორე ის, რომ იყო გარკვეული დემოტივატორი დასაქმების. დამატებით ნაბიჯები იყო საჭირო, 2018 წლამდე ეს იყო პლუს 10 ლარი ერთ ბავშვზე, 2018 წელს გახდა პლუს 50 ლარი, 2020 წელს თუ არ ვცდები ეს გახდა 100, ხოლო ახლა, პრემიერის გადაწყვეტილებით ეს გახდა 150 ლარი. ყველა ექსპერტის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ბავშვთა სიღარიბე შემცირდეს,"-განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს, სადაც ძირითადი გამოწვევებსა და განხორციელებულ ღონისძიებებს განიხილავენ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო