ლატვიის საეიმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ლატვიის პარლამენტის (საეიმა) დელეგაციამ, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმძღვანელობით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დელეგაცია თბილისში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხთან, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების იმპლემენტაციის პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა.

„ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს და გვერდში უდგას საქართველოს. ჩვენ ვიცით, რომ ეს პერიოდი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. ლატვია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს", - განაცხადა ლატვიის საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ულდის ბუდრიკისმა.

ლატვიელმა პარლამენტარებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი, შეაფასეს ადგილზე არსებული ვითარება და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბოროტება აქ მეორე მხარესაა. ამასთან საბრძოლველად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, რომელიც 21-ე საუკუნეში ხდება. ლატვია და საქართველო მეგობრები არიან. ახლა რთული ვითარებაა უკრაინაში. ეს თავის თავზე გამოცადა საქართველომაც, ამიტომ არ გვსურს თქვენი ქვეყანა ჩრდილში მოექცეს. ევროკავშირში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს. ვფიქრობ, მოკლე ვადაში კანდიდატის სტატუსს მიიღებთ. ამის შემდეგ, ახალი გვერდი გადაიშლება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ შემდგომში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის", - განაცხადა ულდის ბუდრიკისმა.

ლატვიის საპარლამენტო დელეგაციაში საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი და საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლივა კრეიტუსე შედიოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა