უკრაინის გენშტაბი - რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარეს

რუსი დამპყრობლები ლუგანსკის ოლქში ქალაქ სევეროდონეცკში შეტევას ახორციელებენ. ამის შესახებ საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ადგილობრივი დროით, 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის ჯარმა კონტროლი დაამყარა სევეროდონეცკის აღმოსავლეთ ნაწილზე.

ამ ინფორმაციის თანახმად, დონეცკის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ რამდენიმე დასახლებაზე ავიადარტყმები განახორციელა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ ნარჩუნდება აგრესორის მიერ სარაკეტო და საავიაციო დარტყმები ბელარუსის ტერიტორიიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა