ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ახალი სისტემა აშენდება, რომელიც „რკინის გუმბათზე“ ძლიერი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ უკრაინაში თანამედროვე და უნივერსალური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას აშენდება, რომელიც ისრაელის „რკინის გუმბათისგან“ განსხვავებული იქნება.

ამის შესახებ მან უკრაინელ მოზარდებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რომლებიც დროებით პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„ახალი სისტემა აშენდება, რომელიც „რკინის გუმბათზე“ ძლიერი იქნება, რადგან ისრაელი ძლიერი, მშვენიერი, მაგრამ პატარა ქვეყანაა და მათი სისტემა ჩვენ არ გამოგვადგება, რადგან ჩვენთან მხოლოდ კიევის რეგიონია იმხელა, რამხელაც მთელი სახელმწიფო ისრაელი, შეიძლება უფრო დიდიც. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ავაშენოთ თანამედროვე უნივერსალური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. დავიწყებთ მშენებლობას“, - განაცხადა ზელენსკიმ კითხვაზე - ექნება თუ არა უკრაინას ისრაელის მსგავსი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო