ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

„ვაცხადებ ახალი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ უსაფრთხოების სფეროში, რომელიც განკუთვნილია უკრაინელი სამხედროების თანამედროვე და კრიტიკული დახმარებისთვის. უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, აშშ შეძლებს განაგრძოს უკრიანისთვის მეტი იარაღის მიწოდება, რომლებსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსეთის შეტევის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, პაკეტი მოიცავს მოწინავე შეიარაღებას, მათ შორის HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს.

მანამდე CNN-მა უკრაინისთვის ამერიკული წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, HIMARS-ს, გაგზავნის თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია.

მათივე ინფორმაციით, HIMARS-ი აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალებით, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს რაკეტები დაახლოებით 80 კილომეტრზე გაუშვას.

CNN-ი განმარტავს, რომ ეს ბევრად ნაკლებია სისტემების მაქსიმალურ დიაპაზონთან შედარებით, რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრია, მაგრამ ბევრად აღემატება ყველა იმ იარაღის მოქმედების მანძილს, რაც უკრაინას დღემდე აქვს მიღებული.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება