ჯო ბაიდენსა და იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენი შეუერთდება იენს სტოლტენბერგისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრას, რომელზედაც მადრიდში ნატო-ს დაგეგმილი სამიტისთვის მომზადების საკითხს განიხილავენ.
შეგახსენებთ, ბაიდენმა მხარი დაუჭირა ფინეთისა და შვედეთის განაცხადებს ნატოში გაწევრიანების შესახებ.

























