რუსეთის შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 261 ბავშვი დაიღუპა

რუსეთის შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 261 ბავშვი დაიღუპა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 261 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურორის ოფისი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავდა 460-ზე მეტი ბავშვი.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 184, კიევის ოლქში -116, ხარკოვის ოლქში - 112, ჩერნიგოვის ოლქში -68, ლუგანსკის ოლქში- 52, ხერსონის ოლქში -52, მიკოლაევის ოლქში -47, ზაპოროჟიეს ოლქში -29, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირის ოლქში 15 ბავშვი დაზარალდა.

ოკუპანტების მიერ ქალაქებისა და სოფლების გამუდმებული დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 1938 სასწავლო დაწესებულება, ამასთან, 182 მათანი სრულად განადგურებულია.