სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა უკრაინას რვა თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana 2-ს გადასცემს.
უწყების ცნობით, ჰაუბიცების მიწოდება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მწარმოებლის გაფორმებული კომერციული ხელშეკრულების მიხედვით მოხდება.
Reuters-ი წერს, რომ 155 მმ კალიბრიანი ჰაუბიცა Zuzana 2, ძველი მოდელის მოდერნიზებული ვერსიაა, რომლის ეფექტური რადიუსი დამოკიდებულია საბრძოლო მასალის ტიპზე და რიგ შემთხვევებში 50 კმ-ს აჭარბებს.