შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირმა უნდა აჩვენოს გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით

ნამდვილად სიმართლის დროა ევროკავშირისთვის და მისი საერთაშორისო აქტორობის სანდოობისა და ლეგიტიმაციისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზეა, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.

„ამ სტრატეგიულ მომენტში ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის „ტვიტს“ აზიარებს, სადაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე წერს: „ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი შეფასებას მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ევროპულ კომისიასთან ერთად განიხილავს. „ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი” თვლის, რომ იმ დროს, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზეა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს