ვოლოდიმირ ზელენსკი ლუქსემბურგის პარლამენტს - უკრაინა უკვე გახდა ევროკავშირის დე ფაქტო წევრი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პარლამენტში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავს უკვე ევროკავშირის წევრად თვლის. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„უკრაინა უკვე გახდა ევროკავშირის დე ფაქტო წევრი. მე მჯერა, რომ უკრაინა თავისი ქმედებებით უკვე აჩვენებს, რომ ევროპულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პარლამენტისთვის მიმართვისას, ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სახელით არ მოიხსენია, მაგრამ მასზე ირიბად მიუთითა.

„თქვენ ამ პიროვნებას ევროპული ღირებულებების განადგურებაში ხელი უნდა შეუშალოთ. თუ ჩვენ ერთად ამ ადამიანის გაჩერება ვერ მოვახერხეთ, მაშინ ეს არის ბნელი საათები, რომლებიც ჩვენ მეორე მსოფლიო ომში გამოვცადეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ პუტინზე საუბრისას.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები უნდა დაწესდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო