ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა საოკუპაციო ჯარმა მთელი უკრაინული დონბასი თითქმის გაანადგურა და მზად არის ადამიანთა ხოცვა განაგრძოს

რუსულმა საოკუპაციო ჯარმა მთელი უკრაინული დონბასი თითქმის გაანადგურა და მზად არის ადამიანთა ხოცვა განაგრძოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იძულებულია თავი დაიცვას ფაქტობრივად მთელი რუსული ჯარისგან.

„რუსეთის ყველა ბრძოლისუნარიანი სამხედრო ფორმირება ჩართულია ამ აგრესიაში“,- განაცხადა ზელენსკიმ და ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 30 ათასზე მეტი რუსი სამხედროა გარდაცვლილი.

„ეს უფრო მეტია, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში 10-წლიანი ომის განმავლობაში. მეტია, ვიდრე რუსეთმა დაკარგა ჩეჩნეთის ორი ომის განმავლობაში. ეს სახელმწიფო მზად არის კიდევ დაკარგოს და კიდევ მოკლას, იმიტომ, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს რუსეთში არ სურს, დავრჩეთ ისეთები, როგორებიც ვართ.

რუსულმა ჯარმა უკვე თითქმის მთელი დონბასი გაანადგურა. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინდუსტრიული ცენტრი უბრალოდ დაცარიელებულია. ოკუპანტები იქ ქალაქს ქალაქზე ანადგურებენ. საკმარისია მხოლოდ მარიუპოლის შემთხვევა. იქ ნახევარი მილიონი მოსახლეობა იყო, ჩვეულებრივი მშვიდობიანი ცხოვრება, მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქალაქი. ახლა იქ დამწვარი ნანგრევებია და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად, რამდენი ადამიანი მოკლეს იქ ოკუპანტებმა, სულ მცირე 10 ათასი - ათობით ათასი ადამიანი 100 დღეზე ნაკლებ დროში“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, სწორედ ეს არის ამ სრულმასშტაბიანი ომის დახასიათება და ამიტომ სთხოვს უკრაინა ასე ხმამაღლა მთელ მსოფლიოს თანადგომას, განსაკუთრებით კი თავდაცვითი მიმართულებით.

„სწორედ ახლა, რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ არის გადამწყვეტი ევროპისთვისაც, ეს არის ომი ღირებულებებისთვის.

როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, ყველა ევროპელი შეძლებს მომავალშიც დატკბეს თავისი თავისუფლებით. მაგრამ თუ ეს ერთი ადამიანი გადააჭარბებს, რომელსაც სურს ნებისმიერი თავისუფლების განადგურება უკრაინასა და ევროპაში, მაშინ კონტინენტზე ყველასთვის დადგება ბნელი დრო, ისეთი, როგორიც უკვე იყო ევროპის ისტორიაში, რომელმაც კონტინენტს მოუტანა ბევრი ტკივილი და მსხვერპლი. ტირანია უნდა დამარცხდეს, რათა ევროპამ შეძლოს დარჩეს ისეთი, როგორიც ის არის - თავისუფალი, ღია, ერთიანი და უნარის მქონე იყოს ძლიერი მრავალფეროვნებაში“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს