სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკში, დაახლოებით 800 ადამიანი აზოტის ქარხნის ქვეშ იმალება, რომელიც რუსული სარაკეტო დარტყმების სამიზნეა

სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკში, დაახლოებით 800 ადამიანი  აზოტის ქარხნის ქვეშ იმალება, რომელიც რუსული სარაკეტო დარტყმების სამიზნეა

ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, დაახლოებით 800 ადამიანი აზოტის ქარხნის ქვეშ იმალება ქალაქ სევეროდონეცკში, რომელიც რუსული სარაკეტო დარტყმების სამიზნეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„იქ არიან ადგილობრივები, რომელთაც ქალაქის დატოვება სთხოვეს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. იქ ბავშვებიც არიან, მაგრამ არც ისე ბევრი“, - განაცხადა გაიდაიმ.

ამასთან, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა აზოტის ქარხანას ცეცხლი კიდევ ერთხელ გაუხსნეს და „დარტყმა ადმინისტრაციულ შენობასა და საწყობზე განახორციელეს, სადაც მეთანოლი ინახებოდა“.

გაიდაიმ დასძინა, რომ სამხედრო თვალსაზრისით აზოვის ქარხანა მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ „აზოტი ნამდვილად არ არის „აზოვსტალი“.