სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის რამდენიმე რაიონი „მუდმივი სარაკეტო დარტყმის ქვეშაა“

დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქის რამდენიმე რაიონი „მუდმივი სარაკეტო დარტყმის ქვეშაა“. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე კირილენკომ აღნიშნა, რომ ქალაქები ბახმუტი და სლოვიანსკი დაბომბვის ქვეშ მყოფ რეგიონებს შორის არის.

მისივე თქმით, რუსული ჯარები ასევე „ლიმანი-იზიუმის მიმართულებით, სლოვიანსკისა და კრამატორსკის ტერიტორიების დასაკავებლად მიდიან“ და ბახმუტიდან ლისიჩანსკამდე გზატკეცილი „მტრის ცეცხლის ქვეშ რჩება“.

კირილენკომ დასძინა, რომ დონეცკის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 კი - დაიჭრა.

მედიის ცნობით, რეგიონში 1.6 მილიონი მცხოვრებლიდან მხოლოდ 340 000 რჩება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს