ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი სოფელ თელეთში „თელეთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„თელეთობის“ სახალხო დღესასწაული, ტრადიციულად ამაღლების დღესასწაულზე იმართება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"