ბადრი ჯაფარიძე - მოვუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას”, გავერთიანდეთ, ოღონდ არა კობახიძის, არამედ ევროკავშირის მოწოდებებისა და საგზაო რუკის ირგვლივ, რომ შევამციროთ რისკები, რომელიც საქართველოს ნამდვილად აქვს

ჩვენ მოვუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას”, რომ გავერთიანდეთ, ოღონდ არა კობახიძის, არამედ ევროკავშირის მოწოდებების და საგზაო რუკის ირგვლივ. იმისათვის, რომ შევამციროთ რისკები, რომელიც საქართველოს ნამდვილად აქვს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის შეფასებები კრიტიკულია, შესაბამისად, ხელისუფლების მიერ გაფუჭებული საქმის გადაბრალებას ვადევნებთ თვალს.

,,ევროკავშირის, ევროკომისიისა და ევროსაბჭოს შეფასებები არის კრიტიკული. კობახიძე და მისი მეგობრები როგორ აფასებენ თავიანთ საქმიანობას, ეს მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია, როგორ აფასებენ ამას ჩვენი პარტნიორები. ჩვენ მოვუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას”, რომ გავერთიანდეთ არა კობახიძის, არამედ ევროკავშირის მოწოდებების და საგზაო რუკის ირგვლივ, იმისათვის, რომ შევამციროთ რისკები, რომელიც ნამდვილად აქვს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს