ვოლოდიმირ ზელენსკი - სევეროდონეცკთან ბრძოლებში გარკვეული წარმატებები გვქონდა, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკში გამართულ ბრძოლებში გარკვეული წარმატება აქვთ, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„სიტუაცია დონბასში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სევეროდონეცკში გამართულ ბრძოლებში გარკვეული წარმატება გვქონდა, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამჟამად იქ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, ასევე ახლომდებარე ქალაქებსა და თემებში - ლისიჩანსკში, ბახმუტში და სხვა. ბევრი ქალაქი რუსეთის ძლიერი თავდასხმის წინაშე დგას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინის საზღვრის ჩრდილოეთ რეგიონების, კერძოდ ჩერნიგოვის "აბსოლუტურად უაზრო" დაბომბვა გრძელდება.

„დაბომბეს მიკოლაევი, ხარკოვი, ხარკოვის რეგიონი. ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებული ტერიტორია ახლა ტოტალური კატასტროფის ზონაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა