ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ უკვე დავიწყეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტებზე მუშაობა - ოკუპანტები მეზობლების სიცოცხლის განადგურებისთვის სრულ ფასს გადაიხდიან

ჩვენ უკვე დავიწყეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტებზე მუშაობა. ნაბიჯ-ნაბიჯ რუსულ სახელმწიფოს ჩამოვაშორებთ თანამედროვე ეკონომიკის ყველა ელემენტს. ოკუპანტები მეზობლების სიცოცხლის დანგრევის სრულ ფასს გადაიხდიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციების მე-6 პაკეტზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ნავთობის გაყიდვით მიღებული „ნავთობდოლარების ნაკადი“ უნდა დაკარგოს.

„მსოფლიო უარს ამბობს რუსულ ნავთობზე. მეტიც, სხვა ქვეყნები, რომლებიც ბევრად უკეთეს და ნავთობს აწარმოებენ, ემზადებიან რუსული მარაგების ჩასანაცვლებლად. ამიტომ აგრესორ სახელმწიფოს ამ სფეროში უზარმაზარი შემოსავლები ეკარგება. რა თქმა უნდა, რუსეთი მუდმივად ცდილობს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ის დიდი ხანია სარგებლობს ნავთობდოლარების ნაკადით და არ სურს მისი დაკარგვა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უნდა მიეჩვიოს იმას, რომ შემოსავლის ძალიან მტკივნეული შემცირება ომის გარდაუვალი შედეგია მისთვის, ვინც ამ ამში დამნაშავეა, რუსული სახელმწიფოსთვის,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო