ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - თურქეთი თანახმაა, უფასოდ გადმოგვცეს უკრაინისთვის „ბაირაქტარი“, რომლისთვისაც ლიეტუველებმა ფული შეაგროვეს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუსაუსკასი აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, ლიეტუვას უფასოდ გადასცეს უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქტარი“, რომელიც უკრაინას უნდა მიაწოდონ და რომლის შესაძენად ლიეტუველმა ხალხმა ფული შეაგროვა.

„დაუჯერებელია, მაგრამ თურქეთი თანახმაა, უფასოდ გაიღოს „ბაირაქტარი“, რომლისთვისაც ლიეტუვამ ფული შეაგროვა. გასაოცარია. შეგროვებული თანხით ჩვენ შევიძენთ „ბაირაქტარისთვის“ საჭირო საბრძოლო მასალას და დანარჩენი თანხა ასევე გადაირიცხება უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ თურქეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინისთვის „ბაირაქტარის“ დრონების შესყიდვის შესახებ. დრონის შესაძენად ლიეტუვის მოქალაქეებმა სამ დღეში თითქმის 6 მილიონი ევრო შეაგროვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა