უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ქვედანაყოფებმა პოპასნაიას მიმართულებით პირადი შემადგენლობის მინიმუმ 50% დაკარგეს

პოპასნაიას მიმართულებით მე-8 გაერთიანებული შეიარაღებული არმიის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის ცალკეულმა ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, აღნიშნული მიმართულებით რუსულმა ქვედანაყოფებმა პირადი შემადგენლობის მინიმუმ 50% დაკარგეს, განადგურდა მათი იარაღი და აღჭურვილობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, რაც განპირობებულია მათი როტაციის გამუდმებით გადადებით. ეს იწვევს პერსონალის უარს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.

ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში, გასული დღის განმავლობაში, მტრის 5 შეტევა მოიგერიეს.

„განადგურებულია მტრის 5 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა და ორი საბრძოლო ჯავშანმანქანა. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა „ორალ 10“ ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია