ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ თავდაპირველ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ თავდაპირველ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია

რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს თავდაპირველ მიზნებს, დაეკავებინათ კიევი და უკრაინის სამთავრობო ცენტრები, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, წარუმატებლობის მიზეზი რუსეთის მცდარი დაგეგმარება და ცუდი ტაქტიკური შესრულება, ასევე უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობა გახდა.

„უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ და რუსული ძალების მიერ პირველი 24 საათის განმავლობაში გოსტომელის აეროდრომის დაკავებასთან დაკავშირებულმა მარცხმა რუსეთის შეტევის ოპერაციების მოგერიება გამოიწვია. საწყისი გეგმის წარუმატებლობის შემდეგ, მცდარი დაგეგმარებითა და ცუდი ტაქტიკური შესრულებით, რუსეთმა თავისი ოპერაციული გეგმა დონბასზე მიმართა. რუსეთი ახლა დონბასში ტაქტიკურ წარმატებას აღწევს. ის აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90%-ს და სავარაუდოდ, დაასრულებს კონტროლს უახლოეს ორ კვირაში. რუსეთმა ამ ბოლოდროინდელ ტაქტიკურ წარმატებებს მნიშვნელოვანი რესურსების დანახარჯებით და ოპერაციის ცალკეულ ნაწილზე მთელი ძალის კონცენტრაციით მიაღწია. რუსეთმა ვერ შეძლო მანევრების ან გადაადგილების წარმოება სხვა ფრონტებზე ან ღერძებზე,“- აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე მტკიცებით, რუსეთმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.

„რუსეთის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, არცერთი სტრატეგიული მიზანი არ არის მიღწეული. იმისათვის, რომ რუსეთმა მიაღწიოს რაიმე სახის წარმატებას, დასჭირდება ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის უზარმაზარი ინვესტიცია და, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი დრო,“ - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.