ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის 100 დღის აღსანიშნავად არახამიას, პოდოლიაკის, შმიგალის, ერმაკის მონაწილეობით კიდევ ერთ ვიდეომიმართვას ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანაში მიმდინარე ომის 100 დღის აღსანიშნავად დავით არახამიას, მიხაილო პოდოლიაკის, დენის შმიგალის, ანდრეი ერმაკის მონაწილეობით კიდევ ერთ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფრაქციის ლიდერი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მისი მრჩეველი, პრემიერ-მინისტრი და თავად პრეზიდენტი 100 დღის შემდეგაც კვლავ უკრაინას იცავენ.

„ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, უკრაინის პერემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქ არის და რაც მთავარია ჩვენი ხალხი ჩვენი სახელმწიფოს ხალხი აქ არის! ვიცავთ უკრაინას უკვე 100 დღეა. ჩვენ გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას!“- განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი