რუსლან სტეფანჩუკი ოლაფ შოლცს - ჩვენ ყველაზე მეტად თანამედროვე იარაღი გვჭირდება

რუსლან სტეფანჩუკი ოლაფ შოლცს - ჩვენ ყველაზე მეტად თანამედროვე იარაღი გვჭირდება

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს სთხოვა, კიევს იარაღის უახლესი სისტემები მიაწოდოს, რათა დაეხმაროს მას წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის წინსვლას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა გვჭირდება თანამედროვე იარაღი. ჩვენ ასევე, შეგვიძლია ვიბრძოლოთ ძველი იარაღით ძველი მარაგებიდან, მაგრამ ახალი იარაღი უფრო ეფექტურია“, - აღნიშნა სტეფანჩუკმა, რომელიც ბერლინში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.

მედიის ინფორმაციით, სტეფანჩუკმა გერმანიას Marder-სა და Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდება სთხოვა.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას გერმანული წარმოების Iris-T ტიპის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის.