ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი ხერსონში თავდაცვით ნაგებობებს აშენებს, ის ომის გაჭიანურებულ ფაზაში გადატანას ცდილობს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ კრემლი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ოკუპირებულ რეგიონებში თავდაცვით ნაგებობების აშენებით ომის „გაჭიანურებულ ფაზაში“ გადატანას ცდილობს.

„კრემლი ცდილობს ომი გადაიტანოს გაჭიანურებულ ფაზაში. რუსული ძალები, წინსვლის ნაცვლად, თავდაცვით ნაგებობებს აშენებენ,“- განაცხადა რეზნიკოვმა ბრატისლავაში გამართულ Globsex 2022-ის ფორუმზე.

მან უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ივნისში, როდესაც ალიანსი 10-წლიან სტრატეგიას განიხილავს, ამ სტრატეგიის ნაწილი უკრაინაც იქნება.

„უკრაინა ასევე იქნება სტრატეგიის ნაწილი, რადგან ჩვენც ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილი ვართ, ნატოს ქვეყნების აღმოსავლეთი ფლანგი, ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ნატოს დე ფაქტო და არა დე იურე წევრობაზე, ეს შეიძლება იყოს კარგი იდეა ამ სტრატეგიაში“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა