გაერო-ს ოფიციალური პირები მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში გაჭიანურებული ომი ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში, შიმშილის კრიზისის საფრთხეს ქმნის

გაეროს ოფიციალური პირები მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში გაჭიანურებული ომი ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში, შიმშილის კრიზისის საფრთხეს ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გაეროს კრიზისის კოორდინატორის, ამინ ავადის თქმით, სულ მცირე 15.7 მილიონი ადამიანი უკრაინაში ახლა სასწრაფოდ, დაცვასა და დახმარებას საჭიროებს. მისი თქმით, მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს.

„ომის 100 დღე, ტანჯვის 100 დღე, ნგრევა, მასიური მასშტაბის განადგურება. მილიონობით სიცოცხლე განადგურდა. თითქმის 14 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის მესამედი, იძულებული გახდა, ბრძოლებს გაქცეოდა. ხოლო კიდევ 15-16 მილიონამდე კი - სახლში დარჩა, მაგრამ საარსებო წყარო დაკარგა”, - განაცხადა გაერო-ს ოფიციალურმა პირმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო