უკრაინის შსს-ში აცხადებენ, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე 16 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კატერინა პავლიჩენკოს თქმით, უკრაინის პოლიციაში დაახლოებით 50 საჩივარი შევიდა და რუსი ჯარისკაცების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე 16 სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ინფორმაციით, უკრაინა, მისი საერთაშორისო მოკავშირეები და გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი პოტენციურ სამხედრო დანაშაულებს, მათ შორის სექსუალურ ძალადობას იკვლევენ უკრაინაში მას შემდეგ, რაც 100 დღის წინ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.

„რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ეს ძალიან რთული საკითხია. საკითხი, რომელზეც როგორც წესი, დაზარალებულებს საუბარი არ სურთ, რადგან ის შიში და ტკივილი, რაც მათ განიცადეს, უნდათ, რაც შეიძლება მალე დაივიწყონ”, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კატერინა პავლიჩენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა