აფრიკის კავშირის ხელმძღვანელმა პუტინს მოუწოდა, მხედველობაში მიიღოს აფრიკული ქვეყნების ტანჯვა საკვების დეფიციტის გამო, რაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიითაა გამოწვეული

აფრიკის კავშირის ხელმძღვანელმა და სენეგალის პრეზიდენტმა მაკი სალმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა მხედველობაში მიიღოს აფრიკული ქვეყნების ტანჯვა საკვების დეფიციტის გამო, რაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიითაა გამოწვეული.

კრემლის ლიდერმა სენეგალელ კოლეგას სოჭში უმასპინძლა, სადაც ლიდერებმა გლობალური სასურსათო დეფიციტი და უკრაინის პორტებში ჩარჩენილი მარცვლეულის მარაგი განიხილეს.

სალმა პუტინთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აფრიკული ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შორს არიან მიმდინარე საომარი მოქმედებებისგან, ეკონომიკურ დონეზე კონფლიქტის მსხვერპლნი არიან.

მისივე თქმით, დასავლური სანქციების გამო, მათ აღარ აქვთ წვდომა რუსულ მარცვლეულზე და განსაკუთრებით სასუქზე, რომელიც კრიტიკულია აფრიკის უკვე დეფიციტური სოფლის მეურნეობისთვის.

პუტინმა, თავის მხრივ, არ ახსენა მარცვლეულის მარაგი, მაგრამ დასძინა, რომ რუსეთი ყოველთვის აფრიკის მხარესაა.

„განვითარების ახალ ეტაპზე ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ურთიერთობას აფრიკის ქვეყნებთან და უნდა აღვნიშნო, რომ ამას გარკვეული დადებითი შედეგი მოჰყვა“, - დასძინა პუტინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა