ჯო ბაიდენი - არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ეს მათი ტერიტორიაა - მე არ ვაპირებ მათ ვუთხრა, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, დათმობს თუ არა თავისი ტერიტორიის ნაწილს მშვიდობის მისაღწევად და რუსეთის შეჭრის დასასრულებლად.

„თავიდანვე ვთქვი - და ყველა არ დამეთანხმა - არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს მათი ტერიტორიაა. მე არ ვაპირებ მათ ვუთხრა, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ”,- აღნიშნა ბაიდენმა.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დასძინა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა