შვედეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირის გაფართოება არასოდეს არის სწრაფი გამოსავალი და არ არსებობს მოკლე გზა

ძალიან მოკლე ვადაში ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს და შემდეგ დისკუსიებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. მე არ გავაკეთებ სპეკულირებას ან ნაადრევ კომენტარს კომისიის მოახლოებულ ანგარიშზე ან წევრ ქვეყნებს შორის მომავალ დისკუსიებზე, - ამის შესახებ შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა „ინტერპრესნიუსან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია გრძელვადიანი პროცესია და აქედან გამომდინარე, შესაძლოა საქართველო ევროკავშირის წევრი რამდენიმე წელი ვერ გახდეს.

ელჩმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სამი მთავარი საკითხი გამოყო:

„პირველი: ევროინტეგრაცია გრძელვადიანი პროცესია. თუ გადავხედავთ ევროკავშირის გაფართოების პროცედურებს, წესებს და ისტორიას, ვიცით, რომ განაცხადიდან პოტენციურ კანდიდატის სტატუსამდე შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. და აქედან გამომდინარე, ხშირად მოლაპარაკებების პოტენციური დაწყებამდე მრავალი წელი გადის, შემდეგ კი პოტენციური წევრობისთვის შემდგომი წლები. ევროკავშირის გაფართოება არასოდეს არის სწრაფი გამოსავალი და არ არსებობს მოკლე გზა.

მეორე: ამ გრძელვადიან პროცესში არის რაღაცები, რისი გაკეთებაც საქართველოს და მხოლოდ თავად საქართველოს შეუძლია თავისი შანსების გასაუმჯობესებლად. ეროვნული ერთიანობის აშენება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის ევროპული ღირებულებების დაცვაში აბსოლუტური სიმტკიცე - ეს ღირებულებები არის ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საფუძველი. საქართველომ უნდა გააგრძელოს და დააჩქაროს უფრო ფართო რეფორმის პროცესი.

მესამე: შვედეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის რეფორმებში. რეფორმების გაგრძელება არის გზა ევროპისკენ“,- განაცხადა მან.

პოლიტიკური განხეთქილება არ არის კარგი თავად საქართველოსთვის, - ამის შესახებ შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა „ინტერპრესნიუსან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას შეუძლია საქართველო დაუცველი გახადოს, ენერგია გამოაცალოს და ყურადღება გადაატანინოს რეფორმის პროცესებიდან.

„პოლიტიკური განხეთქილება არ არის კარგი თავად საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, რომ დაპირისპირებას შეუძლია საქართველო დაუცველი გახადოს, ასევე ენერგია გამოაცალოს და ყურადღება გადაატანინოს რეფორმის პროცესებიდან. საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ორი მიმართულებით ვხედავ. ერთის მხრივ, გაზრდილია უსაფრთხოების რისკები მთლიანად ევროპისთვის. მეორე მხრივ, არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია და გადადგას შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით. მე მჯერა, რომ ორივე ამ მიზეზის გამო, უფრო ძლიერი ეროვნული ერთობა საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება. ეს არის გაერთიანების მომენტი“, -განაცხადა შვედეთის ელჩმა.

ულრიკ თიდესტრომის თქმით, საქართველოში სასამართლოს სისტემა რეფორმას საჭიროებს და მეტის გაკეთება შეიძლება ნდობის გასაზრდელად.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ჩემი აზრით, საქართველოში საკმაოდ ფართო შეთანხმებაა, რომ მეტის გაკეთება შეიძლება სასამართლო სისტემის რეფორმებისა და ნდობის გასაზრდელად. ამისთვის კარგი საგზაო რუკებია (მიმართულებებია) ასოცირების შეთანხმებასა და ასოცირების დღის წესრიგში, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებასა და ვენეციის კომისიის და ეუთოს რეკომენდაციებში. მე მხოლოდ მივესალმები რეფორმების გაგრძელებას.

რაც შეეხება, კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებს ჩვენ მათ ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ ვითვალისწინებთ, მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაკეთებულ შეფასებას. ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი საქართველოს ხელისუფლებისგან არის თითოეული მოქალაქისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ყველა პატიმრის უფლებების სრულად დაცვა“, -განაცხადა შვედეთის ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა