ანტონიო გუტერეში - მოვუწოდებ დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინაში ძალადობა - რაც მალე დაიწყებენ მხარეები დიპლომატიურ ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყოს.

„ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, განხორციელდეს საბრძოლო ზონებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია, მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“, - ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

მისი თქმით, კონფლიქტმა უკვე იმსხვერპლა ათასობით ადამიანი, მილიონობით მოქალაქე კი აიძულა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

„ომი იწვევს სამგანზომილებიან გლობალურ კრიზისს - საკვების, ენერგორესურსებისა და ფინანსების,“- აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

მისი თქმით, გაერო ჰუმანიტარულ ძალისხმევის მიმართ ერთგულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები და დიალოგი იქნება საჭირო.

„რაც მალე დაიწყებენ მხარეები კეთილსინდისიერ დიპლომატიურ ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის“, - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია