ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებმა ზუსტად იციან, რომ სვიატოჰირსკის ლავრის ტერიტორიას 300 მოქალაქე, მათ შორის 60 ბავშვი აფარებს თავს - მათ მიერ  დამწვარი ყოველი ტაძარი, სკოლა ამტკიცებს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკოში არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის გარდა არც ერთ სახელმწიფოს ევროპაში არ გაუნადგურებია ამდენი ღირსშესანიშნაობა. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა, რითაც დონეცკში სვიატოჰირსკის ლავრას დაბომბვას გამოეხმაურა.

„რუსეთის არტილერიამ დღეს კვლავ დაარტყა სვიატოჰირსკის ლავრას დონეცკის ოლქში. დაინგრა მონასტერი. იგი აკურთხეს ჯერ კიდევ 1912 წელს. პირველად ის საბჭოთა ხელისუფლების დროს გაანადგურეს, შემდგომ აღადგინეს, და აი, ის დაწვა რუსულმა ჯარმა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მან გაიხსენა, რომ მიმდინარე კვირას, ოთხშაბათს, რუსული ჭურვები პირდაპირ ბერების კელიებში აფეთქდა, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 4 - მძიმედ დაშავდა. მისი თქმით, სვიატოჰირსკის ლავრა თავადასხმის ქვეშ ჯერ კიდევ მაისის თვიდანაა.

„ოკუპანტებმა ზუსტად იციან, რომელ ობიექტს ურტყამენ. მათ იციან, რომ სვიატოჰირსკის ლავრის ტერიტორიაზე არ არის სამხედრო სამიზნეები. იცინ, რომ იქ სამხედრო მოქმედებებისგან თავს დაახლოებით 300 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 60 ბავშვი აფარებს. მაგრამ მაინც, რუსული ჯარი ურტყამს ლავრას, ისევე როგორც დონბასს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ტერიტორიას, ნებისმიერ სხვა ობიექტს უკარაინაში, რომლამდეც მიღწევაც შეუძლია. მათთვის სულ ერთია, კონკრეტულად რას აქცევენ ნანგრევებად“,- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 31 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ იუნესკოს მიმართა მოთხოვნით, ჩამოართვას რუსეთს ორგანიზაციის წევრობა.

„უკრაინის დიპლომატია თანმიმდევრულად მუშაობს ამაზე. არც ერთ სხვა სახელმწიფო რუსეთის გარდა, არ გაუნადგურებია ევროპაში იმდენი ძეგლი, კულტურული და სოციალური ობიექტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. რუსეთის მიერ უკრაინაში დამწვარი ყოველი ტაძარი, ყოველი აფეთქებული სკოლა, ყოველი განადგურებული მემორიალი ამტკიცებს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკოში არ არის. რაზე შეიძლება ესაუბრო ბარბაროსულ სახელმწიფოს, ტერორისტულ სახელმწიფოს? იმაზე თუ რომელი საარტილერიო ჭურვით უკეთესია ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება ?“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ელის ლოგიკურ და სამართლიან პასუხს გაეროსა და იუნესკოსგან. „გაერო და მისი დადგენილება არ გულისხმობს ტერორისტებთან ერთობას. რუსეთის იზოლაცია სრული უნდა იყოს, მან პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებზე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა